ბავშვთა კონცეპტუალური მაღაზია Petit Bazar 5 000-მდე დასახელების საბავშვო პროდუქციას აერთიანებს. კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ქართული, ეკომეგობრული ნაწარმის გაცნობა და ამ გზით ქალთა გაძლიერებაა. როგორც “პეტიტ ბაზრის” თანადამფუძნებელი, ქეთევან მესხი აღნიშნავს, მაღაზიის უნიკალურობა იმ პროდუქციაშია, რომელსაც ის ქართულ ბაზარს ექსკლუზიურად სთავაზობს.
“პეტიტ ბაზარი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის. დღეს მაღაზიაში იყიდება 100-მდე ადგილობრივი მეწარმის ნარჩევი საბავშვო პროდუქცია. მიმდინარე წლის ნოემბრიდან კი Petit Bazar მომხმარებელს ძალიან ცნობილი და მოთხოვნადი ფრანგული ბრენდის, Djeco-ს კოლექციასაც სთავაზობს. “პეტიტ ბაზარი” ასევე პირველი მაღაზია იყო საქართველოში, რომელიც ნარჩენების შეგროვების პუნქტად დარეგისტრირდა.
„ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია: გვაქვს 5 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, 0 წლის ასაკიდან, მათ შორის ნარჩევი საბავშვო წიგნები, ქართულ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არცერთი საბავშვო მაღაზია მომხმარებელს საბავშვო წიგნების ასეთ ასორტიმენტს არ სთავაზობს”, - აღნიშნავს ქეთი მესხი.
წლის განმავლობაში Petit Bazar-ის შოურუმში 100-დან 150-მდე ქართველი მეწარმის პროდუქციაა წარმოდგენილი. ავეჯით, დეკორაციებითა და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული, ირაკლი აბაშიძის N59-ში, ბავშვის ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი.
მომავალი წლისთვის “პეტიტ ბაზარი” გაფართოებას გეგმავს - კომპანიის 2025 წლის გეგმებში ქართულ ბაზარზე ახალი ევროპული ბრენდების შემოყვანაც შედის, თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მათი, ისევე როგორც მრავალი მცირე მეწარმის გეგმები, ამ ეტაპზე ბუნდოვანია.
“2024 წელი უკეთესად დაიწყო, ვიდრე 2023 წელი იყო, შესაბამისად დავსახეთ განვითარების გეგმები, წავედით ფინანსურ რისკებზე და ა.შ. მთავარი გათვლა ზამთრის პერიოდზე გვქონდა, რომელიც ჩავარდა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო.
“პეტიტ ბაზარი” იმ კომპანიათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც, ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, საშობაო ბაზრობებში მონაწილეობას აღარ ან ვეღარ იღებენ.
იმ მეწარმეებს, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეფერხებით მუშაობენ, extra-ს პლატფორმა განსაკუთრებული პირობით დაეთმობათ. 19 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ბრენდები საკუთარ ნაწარმს extra-ზე საკომისიოს გარეშე განათავსებენ და უფასო საკურიერო სერვისით ისარგებლებენ.
თავის მხრივ კი, მომხმარებელი, რომელიც extra-ზე “მხარდაჭერის” კატეგორიაში განთავსებული ბრენდების პროდუქციას შეიძენს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით (გარდა AmEx-ისა) გადახდისას, შეძლებს 10-ჯერ მეტი PLUS ქულა (მაქსიმუმ 20 000 ქულა) დააგროვოს, ხოლო SAVE15 კოდის გამოყენებით ისარგებლებს 15%-იანი (მაქსიმუმ 150 ლარამდე) ფასდაკლებით.
“პირველ რიგში, ვფიქრობ, ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის ფონზე, სწორ მხარეს დგას, იმსახურებს შექებას და მადლიერებას. კიდევ უფრო დასაფასებელია, როცა დიდი ბიზნესები ისეთი ინიციატივებით გამოდიან, რომელიც პლუს სხვა მცირე ბიზნესებს ეხმარება. ჩვენთვის ეს ნამდვილად არის დახმარებისთვის გამოწვდილი ხელი და გულწრფელად მადლიერი ვართ. ექსტრას საიტზე ჩვენი პროდუქციის განთავსება მოგვცემს გაყიდვების დამატებით არხს, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა”, - ამბობს ქეთევან მესხი.
extra-სა და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებით სარგებლობა მცირე ბიზნესებს კვლავ შეუძლიათ. ამისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა, რის შემდეგაც extra-ს გუნდი მცირე მეწარმეებს თავად დაუკავშირდება.