მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ExxonMobil-ის მოგება 1999 წლის შემდეგ, ყველაზე მეტად შემცირდა

579c5bc57690b
BM.GE
30.07.16 11:46
1487
ExxonMobil-ის მოგება რეკორდულად დაეცა. მეორე კვარტალში კომპანიის მოგება 59%-ით შემცირდა და 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

CNNMoney წერს, რომ აღნიშნული ციფრი, 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

პარასკევს კომპანიის აქციების ფასი 3%-ით შემცირდა.

მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობკომპანიის ღირებულება AMAZON-ის და Facebook-ის საბაზრო ღირებულებასთან ახლოს დადგა, - Exxon-ის ღირებულებამ 363 მილიარდი დოლარი შეადგინა, Amazon-ის 360 მილიარდი დოლარი, ხოლო სოციალური ქსელის კი 357 მილიარდი დოლარი.

Exxon არ არის ერთადერთი ნავთობკომპანია, რომელსაც მეორე კვარტალში მოგება შეუმცირდა, კომპანია Chevron-მა 1,5 მილიარდი დოლარი დაკარგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები