კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Exxon-ის წმინდა მოგება მიმდინარე წლის I კვარტალში $ 4 მილიარდამდე (თითო აქციაზე 95 ცენტი) გაიზარდა, წინა წლის $ 1.8 მილიარდიან (ერთ ფასიან ქაღალდზე 43 ცენტი) მაჩვენებელთან შედარებით.
Business Insider-ის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 30%-ით გაიზარდა და 63,29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საწარმოო ხარჯები 19%-ით 4.17 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ამავე დროს, კორპორაციის მოპოვება I კვარტალში 4%-ით - დღე-ღამეში 4.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შემოსავალმა 2016 წელს, როდესაც ის ნავთობკომპანია ExxonMobil-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, 27.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

























