მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ExxonMobil საქართველოს ნახშირწყალბადების განვითარებით დაინტერესდა

5ad8a4798ba52
BM.GE
19.04.18 18:14
1855
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში“ ამერიკულ კომპანია ExxonMobil (ექსონ-მობილთან) გაიმართა შეხვედრა. უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ საქართველოს ნახშირწყალბადების განვითარების პერსპექტივით დაინტერესება გამოთქვა.

ქართულმა მხარემ, მასალის გაცნობის მიზნით, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გააცნო თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების პერსპექტივებზე საქართველოში არსებულ სალიცენზიო ფართობებზე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება. ამ დღეების განმავლობაში ExxonMobil წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უკეთ გაეცნობიან არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს და ერთობლივად დასახავენ სამომავლო პერსპექტივებს.

კომპანია ExxonMobil 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში, ტეხასის შტატში. მისი სათავო ოფისი ქალაქ ირვინშია. „ექსონ-მობილი“ ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. ეს გახლავთ 1973 წელს დაარსებული ამერიკული „ექსონი“ და 1911 წელს დაარსებული ამერიკული „მობილი“. კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და მიწოდებას ახორციელებს.

2016 წელს „ექსონ-მობილს“ მსოფლიოს ტოპ-10 მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის მე-6 ადგილი ეკავა და მისი კაპიტალი 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დასაქმებული ჰყავს 80 ათასამდე ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები