მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EY ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს, - კომპანიამ შეთანხმებას Bitfury Group-თან მიაღწია

5820893f918f6
BM.GE
07.11.16 18:00
1648
ბლოკჩეინ სისტემის გამოყენებას მსოფლიოში უმსხვილესი აუდიტორული კომპანია EY-იც იწყებს. CNBC-ის ინფორმაიით Bitfury Group-მა EY-სთან შეთანხმებას დღეს მიაღწია. შედეგად, blockchain-ის პროგრამული უზრუნველყოფით როგორც თავად კომპანია, ასევე მისი კლიენტებიც ისარგებლებენ.

blockchain ტექნოლოგიის ინტეგრაციის პროცესში Bitfury-მ ტექსტირება EY-ს 20 კლიენტზე ჩაატარა.

"ჩვენთვის დიდი პატივია ვიმუშავოთ წამყვან გობალურ ორგანიზაციასთან EY და შევთავაზოთ მას და მის კლიენტებს ბლოკჩეინ ტექნოლოგია", - წერს Bitfury გავრცელებულ პრესრელიზში. კომპანია აღნიშნული გარიგებით იმედოვნებს, რომ ბლოკჩეინის გამოყენება მსოფლიოს უფრო მეტ ქვეყანასა და კომპანიაში მოხდება.

გარიგების თანახმად, ბლოკჩეინ სისტემის გამოყენება საფინანსო სექტორის გარდა, მომსახურებისა და საჯარო მართვის სფეროშიც მოხდება.

BitFury Group კრიპტოვალუტის ბიტკოინის საინვესტიციო კომპანიაა. შეგახსენებთ, რომ BitFury ჯგუფი საქართველოში 2014 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები