მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fabrika-ში მოქმედი ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილებით ყოველწლიური საშობაო ბაზრობა უქმდება

საშობაო ბაზრობა

Fabrika-ში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების გადაწყვეტილებით ყოველწლიური საშობაო ბაზრობა უქმდება - ამის შესახებ ურბანული სივრცის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. გადაწყვეტილება ურბანულ სივრცეში მოქმედმა ბიზნესებმა მიიღეს: Tone თონე, CMR, Moulin Electrique, Creative Education Studio, Tsibakha • წიბახა, Popolo, PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში, Saamuri • საამური, MUA - Architecture & Placemaking, Shavikata, Shio Ramen, Fabrika Hostel, Veli Store, Graffiti Dealers, Margo Skate Shop, Jpg, Ceramic Studio 1300, Magnolia Film Lab, Vodkast Records, Impact Hub Tbilisi.

ცნობისთვის, Fabrika-ში საშობაო ბაზრობის გამართვა 21-22 დეკემბერს იგეგმებოდა.

Fabrika-ს მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო პროტესტის მონაწილეები არიან და საქართველოს მომავალს ევროპული გზით განვითარებაში ხედავენ.

„ჩვენ, ფაბრიკას რეზიდენტებს, გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული გზით შეიძლება გაგრძელდეს და ამ გზაზე ყველა დაბრკოლება ერთად უნდა გადავლახოთ. ამიტომ, ყოველდღიურად ვდგავართ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამ რწმენას იზიარებს და არ ეგუება უსამართლობას.

ვთანხმდებით, რომ ამ დროს, შეუძლებელია დღესასწაულის განწყობაზე ვიფიქროთ. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, საფრთხეს უქმნის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს — თავისუფლებას და შეუჩერებელ პროგრესს.

რეზიდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წლის მთავარი ღონისძიება - საშობაო ბაზრობა გავაუქმოთ, რომელიც ტრადიციულად, ფაბრიკას გახსნის დღიდან ყოველ წელს იმართებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები