Facebook, გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით, 10 000 ქალის გადამზადებასა და ბიზნეს სფეროში ჩართვას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, მათ ექნებათ უნიკალური წვდომა online ან offline საგანმანათლებლო რესურსებზე, რომლებიც დაეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასა და მობილური, თუ ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და ბიზნესის მიმართულებით გამოყენებაში. პროგრამა დასაწყისისთვის მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და დაახლოებით 2017 წლის ბოლომდე ჩაეშვება ბაზარზე, თუმცა მზადება ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, ჰეშტეგით #SheMeansBusiness. როგორც Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პროგრამის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ის დიდი ბრიტანეთისთვის.

























