მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook ბილეთების გაყიდვის სერვისის დამატებას გეგმავს

578728f97cbc5
BM.GE
14.07.16 09:39
1378
Facebook-მა ახალი მომსახურების დანერგვა გადაწყვიტა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ამა თუ იმ ღონისძიების ბილეთის შეძენის მთელ ციკლს სოციალურ ქსელში გაივლის.

პროექტი ამჟამად კომპიუტერზე ტესტირებას გადის. Facebook აღნიშნულ პროექტზე Eventbrite და Ticketmaster-თან ერთად მუშაობს.

მომხმარებელს სოციალურ ქსელში ბილეთების შეძენა ადრეც შეეძლო, მხოლოდ პირდაპირ გარიგებას დამატებით სხვა სერვისის მომსახურება ახორციელებდა. ახალი მომსახურებით კი მომხმარებელისთვის ბილეთის შეძენის მთელი ციკლის განხორციელებას Facebook-ით იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მილიონობით ადამიანი ლოკალური ღონისძიების შესახებ სწორედ მათი ქსელის საშუალებით იგებს.

“ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ასეთ ღირსშესანიშნავ ღონისძიებებზე მხოლოდ იმის გამო ვერ ხვდება, რომ ამის შესახებ უბრალოდ გვიან იგებს. ახალი სერვისით კი მომხმარებელი არა მხოლოდ გაიგებს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ, არამედ ბილეთების შეძენასაც ოპერატიულად შეძლებს“-აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები