მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი დღეიდან პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ხსნის

6040fe0feed3e
ნათია თაქთაქიშვილი
04.03.21 20:30
612
Facebook-ი დღეიდან პოლიტიკური რეკლამაზე დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

როგორც სოციალური პლატფორმა აცხადებს, 2020 წლის ნოემბერში ეს შეზღუდვები იმის გამო დააწესა, რომ თავი აერიდებინათ არჩევნების შემდგომ პერიოდში მათი სერვისის ბოროტად გამოყენებისა და გაუგებრობებისგან.

„4 მარტიდან ვხსნით შეზღუდვებს პოლიტიკასა და არჩევნებთან დაკავშირებულ რეკლამაზე. ჩვენ ბოლო თვეებში ჩვენ უკეთ შევისწავლეთ ამ ტიპის რეკლამის თავისებურებები და ვმუშაობთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომლებიც ჩვენს სერვისში აუცილებლად შევა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Facebook-მა 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აუცილებელი იყო რეკლამის განმთავსებელს მიეთითებინა რომელი ორგანიზაცია ან პირი იყო პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები