წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კომპანია Facebook-ის ღირებულება 130 მილიარდი დოლარით შემცირდა.
‘წინა კვარტალში შემოსავლების მაჩვენებელი ბევრად მაღალი იყო, სწორედ ამის გამო ამჟამინდელი შემოსავლები მასთან შედარებით შემცირებულია. ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ გავაძლიეროთ სხვადასხვა აქტივობები და მომხმარებლებს შევთავაზოთ მეტი არჩევანი, რაც ჩვენს ბიუჯეტზე გავლენას იქონიებს“, - აღნიშნა კომპანიის ფინანსური განყოფილების უფროსმა დევიდ ვენერმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, წლის მეორე ნახევარში შემოსავლებზე გავლენა სავალუტო რყევებმაც იქონია.
Facebook-ის განცხადებით, კომპანიის შემოსავლების შემცირება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მომხმარებლები სარეკლამო მომსახურეობის ახალ ვერსიას იყენებენ, რომელიც ნაკლებად მოგებინია.
კომიანიამ 2017 წელს ყველაზე მცირე – 11%-იანი ზრდა აჩვენა.
ამჟამად Facebook–ის საკუთრებაშია Instagram და Wahtsapp, სამომავლოდ კი ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებულ პროექტებზე მუშაობა იგეგმება.

























