მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-ის შეფერხების პერიოდში Telegram-ზე 3 მლნ მომხმარებელი დარეგისტრირდა

5c8a5164583e5
ლევან თაღიაშვილი
14.03.19 17:14
951

იმ პერიოდში, როდესაც Facebook Massanger, Instagram და WhatsApp შეფერხებით მუშაობდა, Telegram-მა, რომელიც WhatsApp-ის მსგავსი აპლიკაციაა 3 მილიონი ახალი მომხმარებელი შეიძინა.

ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე Telegram-ის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პაველ დუროვმა დაწერა და აღნიშნა, რომ კომპანიას შეუძლია, ნამდვილად დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები და ახალი წევრებისთვის ადგილი ყოველთვის აქვს.

აღსანიშნავია, რომ Telegram-ი Facebook-ისგან განსხვავებით, რეკლამებიდან არ იღებს თანხას და მისი ძირითადი შემოსავალი მომხმარებლების შემოწირულობებია.

ამჟამად Telegram-ის მომხმარებლების რაოდენობა 200 მილიონს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები