მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-ის შესახებ გადაღებული ფილმის, "სოციალური ქსელის" სცენარისტი მეორე ნაწილზე მუშაობს

facebook

ოსკაროსანი სცენარისტი, აარონ სორკინი, "სოციალური ქსელის" მეორე ნაწილზე მუშაობს. სორკინმა ჯერ კიდევ 2024 წელს დააანონსა, რომ Facebook-ის საკითხს უბრუნდებოდა, ახლა კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ The Social Network: Part II-ს Sony Pictures-ი გადაიღებს, თუმცა ის "პირდაპირი გაგრძელება" არ იქნება.

დეივიდ ფინჩერის რეჟისორობით, ფილმის პირველი ნაწილი Facebook-ის შექმნის ადრეულ დღეებსა და მისი დამფუძნებლის, მარკ ზაკბერგის ისტორიას ყვება. მეორე ნაწილს, სავარაუდოდ, თავად სორკინი დადგამს.

The Social Network ბენ მეზრიჩის წიგნის, "შემთხვევითი მილიარდერების" ეკრანიზაციაა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ნაწილი Wall Street Journal-ის "Facebook-ის ფაილებს" დაეფუძნება - 2021 წლის საგამოძიებო სერიას, რომელიც Facebook-ით გამოწვეულ ზარალს და სოციალური ქსელის მოზარდთა მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას იკვლევდა.

ჯესი აიზენბერგი, რომელიც ფილმის პირველ ნაწილში მარკ ზაკბერგს განასახიერებდა და ამისთვის ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა, პროექტში ოფიციალურად ჩართული ჯერ არ არის.

2010 წელს გამოშვებულმა The Social Network-მა $224 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და სამი ოსკარიც დაიმსახურა. თავად მარკ ზაკბერგი ფილმის მწვავე კრიტიკოსია. Facebook-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელის შექმნისთვის მისი რეალური მოტივაცია და მიზნები ფილმში საერთოდ არ ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები