მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება ფილიპინებმაც დაიწყო

5ad0c178a10db
ლევან თაღიაშვილი
13.04.18 18:31
739

Cambridge Analytica-ს გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება ფილიპინებმაც ოფიციალურად დაიწყო. ბრალდება აქაც მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემების უკანონო გავრცელებაა. ფილიპინების სახელმწიფო სააგენტოს მიერ მარკ ცუკერბერგის მისამართით გაგზავნილ ოფიციალურ წერილში წერია, რომ Facebook-ის წარმომადგენლები პირდაპირ მათ უფლებამოსილებას შეეხნენ და მათი რეაგირება არ არის გულწრფელი და ადეკვატური მილიონობით ფილიპინელი მომხმარებლის დასამშვიდებლად - წერია ოფიციალურ წერილში, რომელიც ფილიპინების მთავრობამ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ Cambridge Analytica-ს გარშემო მომხდარი სკანდალის გამო, კომპანიას 87 მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში ედება ბრალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები