მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-მა ჩინეთში ოფისის გახსნის ლიცენზია მიიღო

5b589dc46fd7a
კესო კაციტაძე
25.07.18 19:55
770
Facebook–მა ჩინეთისგან ოფისის გახსნის ლიცენზია მიიღო. CNBC-ის ინფორმაციით, ახალ პროექტში კომპანია 30 მილიონ დოლარს ჩადებს.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩინეთში გავხსნათ ინოვაციური ჰაბი, რათა დავეხმაროთ ჩინელ დეველოპერებს, ინოვატორებს და სტარტაპებს. ორიენტირებულები ვიქნებით ვორქშოპებზე, რაც ინოვატორ მეწარმეებს და სტარტაპებს წინსვლაში დაეხმარებათ“, - აცხადებენ კომპანიაში.

Facebook ჩინეთში 2009 წელს დაიბლოკა, ამჟამად კომპანია ჩინურ ბაზარზე შესვლას სხვადასხვა სტრატეგიული მიდგომებით ცდილობს.

კომპანიის განცხადებით, ჩინეთის ჰაბი ორიენტირებული იქნება ტექნოლოგიურ მომსახურეობასა და საინვცესტიციო კონსულტაციებზე.

Facebook–ის გარდა ჩინეთში დაბლოკილია Twitter და Youtube.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები