Facebook-მა 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში წაშალა.
Facebook-ის თანახმად, ყალბი ანგარიშების გამოყენებით პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქსელი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რათა მთავრობის მხარდასაჭერი კონტენტი გაევრცელებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტების გაზიარებით.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის მიღმა მყოფი ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ თავიანთი ვინაობა და კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ იპოვა კავშირი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან", - წერია ანგარიშში.
Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში.
ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.