მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა სამ მილიარდზე მეტი ყალბი გვერდი წაშალა

5dcd02f871dfb
მიხეილ ხაჩიძე
14.11.19 22:30
1162
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე 3.2 მილიარდი ყალბი ანგარიშები წაშალა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა 6 თვის მონაცემებთან შედარებით, ოდნავ მეტია. მაშინ ეს ციფრი 3 მლრდ-ს შეადგენდა.
 
აღსანიშნავია, რომ ამ გვერდების უმრავლესობა, თითქმის 96%, Facebook-ის ხელოვნურმა ინტელექტმა აღმოაჩინა. სოციალური ქსელი დიდი ხანია ე.წ. ფეიქ ექაუნთების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. პოპულარული გვერდი აქტიურად ებრძვის რუსულ ანგარიშებს, რომლებიც ძირითადად დეზინფორმაციას ავრცელებენ და ე.წ. ტროლების გავრცელებით არიან დაკავებული.
 
როგორც მარკ ცუკერბერგის კომპანიაში განმარტავენ, ამ დროისათვის, 2.45 მილიარდი ანგარიშიდან დაახლოებით 5% ყალბია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები