მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook Pay - ახალი სერვისი, რომლითაც მომხმარებლები ფულის გადარიცხვას შეძლებენ

5dcbc35515390
მიხეილ ხაჩიძე
13.11.19 20:46
1177
დაგეგმილი ციფრული ვალუტა Libra-ს გამო, Facebook-ი ბოლო თვეებში ფინანსური ექსპერტების და ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. ახლა სოციალური ქსელი რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. პოპულარული კომპანია საკუთარი გადახდის სერვისს იწყებს. სამშაბათს, ცუკერბერგის ჯგუფმა გადახდის ახალი სისტემა Facebook Pay ოფიციალურად წარადგინა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ სერვისით ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ფული სხვა მომხმარებლებს გადაუგზავნონ, ან საკუთარი აპლიკაციით იშოპინგონ. ერთიანი ონლაინ-გადახდის სისტემა Facebook-ისთვის, Instagram-ისთვის, Messenger-ისა და WhatsApp-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"ფეისბუქი" ტრანზაქციების გამარტივებასთან ერთად, მომხმარებლებს გადახდის მონაცემების დაცვასაც ჰპირდება. 

 

აღსანიშნავია, რომ გადახდის ახალი სისტემა მიმდინარე კვირაში ამოქმედდება. პირველ ეტაპზე, ის მხოლოდ Facebook-სა და Messenger-ზე, აშშ-ის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  სამომავლოდ კი, მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დანერგავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები