მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Facebook-ს დღეში 1,3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს

5933e22049d28
BM.GE
04.06.17 15:00
881
Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიარდს უახლოვდება, - კომპანიის განცხადებით, ყოველთვიურად სოციალურ ქსელს 1,94 მილიარდი ადამიანი მოიხმარს, ყოველდღიურად კი 1,3 მილიარდი.

წლის პირველ სამ თვეში, კომპანიის მოგება წლიურად 75%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად მოგების ზრდისა ფეისბუქის შემოსავლები რეკლამიდან შემცირების ტენდენციით ხასიათდება, კომპანიის შემოსავლების 51% სწორედ რეკლამაზე მოდის.

სოციალურ ქსელს ახალი მომხმარებლები უმეტესად ევროპიდან და ამერიკიდან ემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები