მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook საცალო გაყიდვების ბიზნესში შედის

5be45523c343b
ლევან თაღიაშვილი
09.11.18 10:50
758
კომპანია Facebook საცალო გაყიდვების სექტორის ბიზნესში შედის. Facebook-ის ტანსაცმელი და აქსესუარები Macy's მაღაზიაში გაიყიდება. Facebook არსებულ პროდუქტს 9 სხვადასხვა ობიექტზე განათავსებს. NBC-ს ინფორმაციით, სოციალური ქსელი გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად საკუთარ ინტერნეტ რესურსებს Facebook-ს და Instagram-ს გამოიყენებს. 

"დიდი საცალო გამყიდველები, როგორიცაა მაგალითად Macy's, ეძებენ ინოვაციურ გზებს, რომ გამოიყენონ თავიანთი სივრცე და დაინტერესებულნი არიან Pop-up კონცეფციით. უმეტეს შემთხვევაში Pop-up სისტემა გაცილებით უფრო ნაკლებად ხარჯიანია და მომხმარებელთან ურთიერთობას უკეთესად არეგულირებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სივრცის ათვისება მხოლოდ გარკვეული დროით გსურს" - განაცხადა საცალო გაყიდვების საკონსულტაციო კომპანიის დირექტორმა ნეილ სანდერსმა.

Pop-up კონცეფცია გულისხმობს გარკვეული სივრცის დროებით ათვისებას იმ მიზნით, რომ შენი პროდუქცია გააცნო მომხმარებელს. როგორც ჩანს, Facebook ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში იმუშავებს საცალო გაყიდვების მიმართულებით.


გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები