პოლიტიკური მიკერძოების ბრალდებების შედეგად, კომპანია Facebook ახალი ამბების მაჩვენებელ ალგორითმს ცვლის, - ამის შესახებ კომპანიის ბლოგზე ვკითხულობთ.
კერძოდ, კომპანია 10 ყველაზე პოპულარულ საიტს აღარ დაეყრდნობა, რათა დაადგინოს, ეს თუ ის თემა მის გვერდზე გამოქვეყნებას იმსახურებს თუ არა.
მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელობა კვლავინდებურად უარყოფს ყველა ბრალდებას და ხაზს უსვამს, რომ კომპანია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე წავიდა, რომ ცენზურის თეორიული შესაძლებლობაც კი გამორიცხოს.

























