პოპულარული სოციალური ქსელი Facebook ლონდონის ცენტრში დამატებით 500 ადამიანს დაასაქმებს.
საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის’’ ინფორმაციით, განცხადება ამასთან დაკავშირებით თავად ამერიკულ კომპანიაში გააკეთეს.
ახალი 500 თანამშრომლიდან, მინიმუმ 100 ინჟინერი უნდა იყოს, დანარჩენი კი სასურველია, ხელოვნების სფეროს წარმომადგენდნენ.
ახალ თანამშრომლებს ინტერნეტ-გიგანტის ბრიტანული ოფისიდან ყალბი ინფორმაციებისა და ტროლების წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.
როგორც facebook-ში აცხადებენ, ამ გზით, ვებ-გვერდის დასაცავად ტექნიკურ ინსტრუმენტებს აძლიერებენ. აღსანიშნავია, რომ სოციალურმა ქსელმა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე 3 მილიონი ყალბი გვერდი წაშალა.
მთლიანობაში, ინტერნეტ-გიგანტის, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მდებარე საინჟინრო ცენტრში 3000 ადამიანი იქნება დასაქმებული.

























