3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით Factory Tbilisi საერთაშორისო პროექტს Culture Week Tbilisi-ს (თბილისის კულტურის კვირეული) პირველად უმასპინძლებს. თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაქმნილი ყოფილი კოკა-კოლას ქარხანა პირველი უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას. Factory Tbilisi-ს მნიშვნელობა თანამედროვე ქართული და საერთაშორისო კულტურის პოპულარიზაციაში ზუსტად ეხმიანება Culture Week Tbilisi-ის კონცეფციას.
Culture Week Tbilisi-ს ფარგლებში 5 დღის განმავლობაში გაიმართება გამოფენები, მუსიკალური კონცერტები, წარმოდგენები და სხვა აქტივობები. ასევე, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების და საჯარო დისკუსიების განხორციელება.
თბილისის კულტურის კვირეული შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად და პირველად, პროექტი ამ ფორმით, გაიმართება საქართველოში, რის შემდგომ გადაინაცვლებს ევროპის დედაქალაქებში. პროექტის მთავარი მიზანია, ხელოვნების ენით მსოფლიოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარი. ხელოვნება და კულტურა არის ერთგავრი იმედი და ხიდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა წინა პლანზე დააყენოს სოციალური ცვლილებები და მოახდინოს რეაგირება.
Culture Week Tbilisi - ის კულტურის კვირეულს 50-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, თბილისში ჩამოდიან პრესტიჟული პრესის და ხელოვნების სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები - Forbes USA, The Guardian, Financial Times, New York Times, Vogue და ა.შ.
კულტურის კვირეულის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ორი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების გაერთიანებული პროექტები და ნამუშევრები.
3 ნოემბერს, საღამოს 21:00ზე საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სოლისტები - უკრაინელი შემსრულებელი კატია ჩილი და ნინო ქათამაძე.
ხოლო, საღამოს 23:00ზე თანამედროვე საბალეტო დასი “Quatro”, მუსიკალური თანხლებით ფირტეპიანო (სანდრო გეგეჭკორი) და ჩელო (ლიზა რამიშვილი) წარმოგვიდგენს თანამედროვე ბალეტს კლუბ „Bassiani“-ში.
4 ნოემრებს, საღამოს 21:00ზე მთავარ ლოკციაზე გაიმართება უკრაინული ელექტრო აკუსტიკური ჯგუფი DZ’OB-ს კონცერტი. ამ ღონისძიების სპეციალური სტუმარია ნიაზ დიასამიძე.
7 ნოემბერს, საღამოს 20:00ზე თბილისის ოპერასა და ბალეტის სახელმწოფო თეატრში გაიმართება დასკვნითი საღამო უკრაინული თანამედროვე საბალეტო დასი შეასრულებს სპექტაკლს "რადიო და ჯულიეტა" - სლოვენიელი ქორეოგრაფი ედუარდ კლუგის და მსოფლიოში ცნობილი ჯგუფი RADIOHEAD-ის მუსიკის არასტანდარტული სიმბიოზი.
გარდა ამისა, კვირეულის მანძილზე, Factory Tbilisi - ის ლოკაციის ტერიტორიაზე გახსნილი იქნება უკრაინელი მხატვრების და არტისტების ექსპოზიციები, ხოლო ქართულ მხარეს, ხელოვნების ნაწილში, წარმოადგენენ ლევან სონღულაშვილის, სიმონ მაჩაბელის და ქართული ალტერნატიური ჯგუფის Fungus-ის სოლო გამოფენები.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვირეულის ერთ-ერთი მთავარი სოციალური პროექტია, ცნობილი ფრანგი არტისტის JR-ის პროექტი INSIDE OUT PROJECT. JR-ის მიერ 2011 წელს წამოწყებული პროექტის იდეაა ფართომასშტაბიანი შავთეთრი ფოტოპორტრეტების განთავსება საჯარო სივრცეში. გასული ათწლეულის განმავლობაში, თითქმის 500,000-მა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო Inside Out პროექტში. პროექტმა მიაღწია ყველა კონტინენტს და მის ფარგლებში შეიქმნა 2000-ზე მეტი აქცია. პროექტი მოიცავს ფოტოგამოფენებს მთელ რიგ თემებზე: მრავალფეროვნება, სოციალური პრობლემები, ფემინიზმი, რასიზმი, კლიმატის ცვლილება, განათლება, ბავშვთა უფლებები და ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია.
საქართველოში უკრაინელი ფოტოგრაფის მარინა კარპიის მიერ განხორციელებული INSIDE OUT პროექტი სახელად „Children of War“ წარადგენს 200ზე მეტ ომს გადარჩენილ უკრაინელ, საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ და აფხაზეთის ომის დროს, უკვე გაზდრილი ადამიანების ფოტოპორტრეტების განთავსებას საჯარო სივრცეში
პროექტი გაიმართება მონუმენტთან „საქართველოს მატიანი“. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევცვალოთ სამყარო!
3 ნოემბერს 11:00-ზე Factory Tbilisi-ში ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია პრესკონფერენცია.
„Culture Week Tbilisi“- ს პარტნიორები არიან: ქალაქ თბილისის მერია, კომაპანია PSP, კომპანია Celsiusi, Luca Polare, Coca-Cola, წიგნების მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი, McDonalds საქართველო და Hilton Garden Inn Tbilisi.

























