მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Factory Tbilisi-ში ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტი UNBURNED იმართება

Factory Tbilisi-ის ინდუსტრიულ სივრცეში 25 და 26 სექტემბერს წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ექსპერიმენტული სახელოვნებო პროექტი UNBURNED გაიმართება. ეს არის მულტიდისციპლინური ჰიბრიდული პერფორმანსი, სადაც ერთმანეთს ერწყმის მუსიკა, თანამედროვე თეატრალური დრამატურგია, ქორეოგრაფია და სცენოგრაფიული ექსპერიმენტები.

პროექტზე სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 20-ზე მეტი ხელოვანი მუშაობს, შოუს არქიტექტურის ცენტრალური ნაწილი კი ორი სცენა და მათ შორის აღმართული სპეციალური ხიდია. გარდა ამისა, სანამ მაყურებელი მთავარ დარბაზში მოხვდება, მას Dogville-ის ესთეტიკით მოწყობილ პავილიონებში მოუწევს გავლა, სადაც ზღაპრის, კინოსა და თანამედროვე პერფორმანსის ელემენტებია გაბნეული.

სტუმარი: სოფო ებრალიძე - პროექტის “Unburned” თანაპროდიუსერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები