მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Factory Tbilisi-ში "თბილისის კულტურის კვირეული" დაიწყო

Factory Tbilisi-ში "კულტურის კვირეულმა" აიღო სტარტი. ეს არის რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ხელოვანებს, 50-მდე საერთაშორისო სტუმარს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას აერთიანებს. აქ წარმოდგენილია, როგორც გამოფენები, ისე კინოჩვენებები, კონცერტები და სხვა მრავალფეროვანი პროგრამები. მთავარი მიზანი კი ქართველი ხელოვანების პოპულარიზაციაა. “თბილისის კულტურის კვირეულის“ წლევანდელი სეზონი ეძღვნება ევროპის დღეებს და მიზნად ისახავს ქართული ისტორიის და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას. ღონისძიება 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები