მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: "ბინადრობის შესახებ" კანონპროექტი სრული სისულელეა

5be950b90e0e7
სალომე მეცხვარიშვილი
12.11.18 10:18
1349
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ბინადრობის შესახებ“ კანონპროექტს აკრიტიკებს. ფადი ასლი კანონპროექტს სულელურს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ყველასთვის დამაზიანებელი იქნება. მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს საქართველოში ბინადრობის უფლებას, ინვესტორებს დააფრთხობს, საქართველოს კი კონკურენტუნარიანობას დუკარგავს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან სულელური კანონპროექტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თვითონვე იკვეთავს საკუთარ ფეხს. საქართველო კარგავს თავის კონკურენტუნარიანობას, როგორც განვითარებადი ქვეყანა. ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც, რომლებიც ბევრად ხელსაყრელ ბინადრობის წესებს სთავაზობენ უცხოელებს, ვიდრე საქართველო. მაგალითად, დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ პორტუგალიაში, გადაიხადოთ 400 ათასი ევრო და მიიღოთ 5 წლით ბინადრობის უფლება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბინადრობის შესახებ კანონპროექტი დრამატული შეცდომაა. ეს წამგებიანია ყველასთვის - წამგებიანი იქნება ხელისუფლებისთვის, ეკონომიკისთვის, უცხოელებისა და ქართველებისთვისაც. 100%-ით ვეწინააღმედები მის მიღებას“,- აცხადებს ფადი ასლი.

ახალი კანონპროექტით, ბინადრობის უფლების მისაღებად უცხოელს 35 ათას დოლარის ღირებულების უძრავის ქონების ნაცვლად მოეთხოვება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, ინვესტიციის შემთხვევაში ბინადრობის უფლების მიღება კი 300 ათასი ლარის ნაცვლად, 300 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იქნება აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები