საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ფადი ასლი საუბრობს იმაზე, რომ პალატის დღის წესრიგის მიზანია, ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის დაცვა და გაუმჯობესება.
„ჩვენი მისიაა, ვუბიძგოთ ქვეყანას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისკენ, უზრუნველვყოთ თანაბარი პირობები ყველა საწარმოსთვის და ვებრძოლოთ კორუფციასა და ბიზნეს წრეების ჩაგვრას.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით, გავმართეთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან.
ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნეს საზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას, სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი“, - წერს ფადი ახლი მამუკა ბახტაძეს.
ღია წერილის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://www.bm.ge/ka/article/fadi-asli-mamuka-baxtadzes-gia-werilit-mimartavs/31473

























