მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: მიწის კანონპროექტი დიდი დაბრკოლებაა ინვესტორებისთვის

5bc4d1456cc31
სალომე მეცხვარიშვილი
16.10.18 09:20
857
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ კანონპროექტმა და მასთან დაკავშირებულმა გაჭიანურეულმა პროცესებმა საქართველოს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედა.

მისი თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერ არ უნახავთ.

„თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს საკითხი დიდი დაბრკოლებაა ინვესტორებისთვის. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები. მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროის განმავლობაში მიწების შესახებ კანონპროექტი მიღებული არ არის და მიწების რეგისტრაციის პროცესი, პრაქტიკულად გაყინულია უცხოელებისთვის, რომლებიც მიწის მესაკუთრეები არიან. ამ ყველაფერმა კი საქართველოს რეპუტაციაზე იმოქმედა“,- აცხადებს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები