მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი მიხეილ დუნდუას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

5b9cf63029ba5
ანა მახარაძე
15.09.18 16:30
1509
თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის ობიექტის გარედან ხილულად განთავსებისთვის ერთი კვირის განმავლობაში, 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე, შემოსავლების სამსახურმა 109 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარის ვიტრინაზე, დახლზე ან თაროზე რეალიზაცია აიკრძალა ისე, რომ ის ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან.

როგორც BM.GE-ს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზინეტმა ფადი ასლიმ განუცხადა, შემოსავლების სამსახურს არ აქვს უფლება დააჯარიმოს ბიზნესსუბიექტები, რომლებისთვისაც ახალი რეგულაციები გაუგებარია.

„მე ვთხოვე შემოსავლების სამსახურის უფროსს, რომ გააუქმოს ყველა ჯარიმა, რომელიც დადგინდა მაღაზიების მეპატრონეებზე, რადგან ჩვენ არ ვენდობით იმას, რომ ეს ჯარიმები გამოიწერა კანონთან და სტანდარტებთან შეუსაბამობამ.

შემოსავლების სამსახურმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და მე მინდა ბატონ დუნდუას ვთხოვო, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, ძალიან სერიოზულად აწარმოოს თავისი საქმიანობა.“ - ამბობს ფადი ასლი „ანალიტიკასთან“ საუბრისას.

ფადი ასლის განმარტებით, მიხეილ დუნდუას თანამშრომლებს არ შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად ისინი აწესებენ ჯარიმებს საქმის არსის სრული გააზრების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები