"ოფიციალური პირები „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელში ჩაგდებას ცდილობენ", - განაცხადა გადაცემაში "ანალიტიკა" ICC-ის თავმჯდომარე ფადი ასლიმ. მისი თქმით, მსგავსი პრობლემა საქართველოში ბიზნესს პირველად არ ექმნება და საერთაშორისო ბიზნესი ქვეყანაში თავდასხმის ქვეშაა.
„ჯორჯიან მანგანეზის შემთხვევაში ფაქტიურად მფლობელი გვერდზე გაწიეს და ტიპიური თავდასხმა მოახდინეს. კომპანიამ აღნიშნა, რომ მას მთელი პრობლემების მოგვარების საშუალება აქვს. ეს მიზნობრივი თავდასხმაა აღნიშნულ კომპანიაზე მისი ხელში ჩაგდების მიზნით. ფატია, რომ იგი მიზანში ამოიღეს. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომპანიის საქმიანობა გარემოს აზიანებს, რაც დიდი სისულელეა, ეს უბრალოდ კომპანიის კრიმინალური გზით ხელში ჩაგდებაა. რატომ კეთება ეს არ ვიცი, თუმცა ბევრი საერთაშორისო ბიზნესი საფრთხის ქვეშაა.
მსგავსი სიტუაცია არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროს არ ყოფილა. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა და მის შესაჩრებლად მთავრობა არაფერს აკეთებს“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

























