მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფადი ასლი: პრემიერმა უცხოელ ინვესტორებზე გათვლილი დეპარტამენტის შექმნის იდეა მოიწონა

588ae4e090c2b
ნინო კვინტრაძე
27.01.17 10:15
1569
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის განცხადებით, უცხოელ ინვესტორებზე სპეციალიზებული დეპარტამენტის შექმნის იდეა მოიწონა და ის სავარაუდოდ განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის ახალი დეპარტამენტის შექმნის საკითხი ფადი ასლიმ ინვესტორთა საბჭოზე დააყენა და ის ინვესტორების პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

"პრემიერმა ეს იდეა მოიწონა და ვფიქრობ რომ ეს განხორციელდება. ასევე ვისაუბრეთ სასამართლო ინსპექტორის შექმნაზე, რადგან მოსამართლეები ხანდახან ძალიან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და არაა მექანიზმი ამ მოსამართლეების დასჯისსთვის. ეს უწყება უნდა დაკომპლექტდეს ძალიან კომპეტენტური პირებისგან და ყველა მნიშვნელოვანი სამქე განსახილველად მათ უნდა გადაეცეთ. ჩვენ არ გვექნება თავისუფალი სასამართლო კომპეტენტური მოსამართლეების გარეშე. ამის გარეშე კი კარგი ბიზნეს კლიმატის შექმნა რთულია“, - განაცხადა ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები