საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი უცხოელ ინვესტორებს მოუწოდებს, უარი თქვან ქართული სასამართლოს მომსახურებაზე.
"ჩემი პირველი და ერთადერთი რჩევა უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას გეგმავენ: თქვენს კონტრატქებში გამოიყენეთ საერთაშორისო საარბიტრაჟო დებულება, ნებისმიერ შემთხვევაში, - შეეხება ის კერძო თუ სამთავრობო ხელშეკრულებას. კატეგორიული უარი თქვით ქართულ სასამართლოზე, ნებისმიერი სახის დავისას.
თუკი საარბიტრაჟო შეთანხმებაზე უარს გეტყვიან, დაუყონებლივ გააუქმეთ გარიგება", - წერს ასლი საკუთარ სოციალურ ქსელში.

























