მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფადი ასლი ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე: "არ მგონია, რომ სხვა გზა იყო"

5c6fac77ac47a
ელენე კვანჭილაშვილი
22.02.19 12:10
1031
„ეს იყო ლოგიკური გაგრძელება“ - ასე აფასებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) პრეზიდენტი ფადი ასლი “საქმიან დილასთან” გუშინ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩამოშორდნენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და პირადად გააგრძელონ სამართლებრივი დავა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან ინტერვიუ ICC-ის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის წინ ანალიტიკის ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა ჩაწერა. ამ სხდომაზე დახურულ ფორმატში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალები საბჭოს წევრებს თიბისი ბანკმაც მიაწოდა.

„თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაკარგეს ერთ თვეში - აქედან: 120 მილიონი დოლარი ერთ დღეში. ზუსტად მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა მოთხოვა მათ 2 თვის ვადაში დაეტოვებინათ სამეთვალყურეო საბჭო. რა თქმა უნდა, იდგა მეტი ფული დაკარგვის რისკი. ამდენად, დიახ, სწორედ ამას მოველოდი” - ასე ასაბუთებს თავის დამოკიდებულებას ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ივანიშვილმა თიბისი ბანკის აქციონერები მძევლებად აიყვანა და მათი გათავისუფლების ერთადერთი გზა იყო მამუკა ხაზარაძის გადადგომა“.

ფადი ასლის შეფასებით, ახლა ორივე მათგანზე - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე გაცილებით ნაკლები ზეწოლაა; მათ შეუძლიათ უფრო გახსნილები იყვნენ და უფრო ღიად ისაუბრონ, რადგან მათი, როგორც კერძო პირების განცხადებები, ვეღარ დააზარალებს მათი პარტნიორების აქციების ღირებულებას.

„არ მგონია, რომ სხვა გზა იყო“ - ამბობს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები