მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - მან ერთი პოლიტიკური პარტია შეიყვარა და დღემდე ვერ გადაიყვარა"

5c94f45b01cbb
BM.GE
22.03.19 19:00
684
ფადი ასლის აქვს პოლიტიკური მიკერძოება - მან ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიყვარა და დღემდე ვერ გადაიყვარა, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის აზრით, ფადი ასლის განცხადებები ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებით მიკერძოებულია. მისივე თქმით, ის ბიზნეს კომპანიები, რომელთა სიაც ფადი ასლიმ გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიფურჩქნა.

„2012 წლის შემდეგ ბიზნესის თავისუფლება არის სახელმწიფოს მთავარი მიღწევა. მანამდე იყო ათი ათასობით ადამიანი, რომელთაც სხვადასხვა ფორმით ქონება წაართვეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: ფადი ასლიმ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართა. წერილის სრული ტექსტის წაკითხვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე: http://www.bm.ge/ka/article/fadi-asli-mamuka-baxtadzes-gia-werilit-mimartavs/31473 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები