ფადი ასლის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო 21 სექტემბერს მიიღებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის ფადი ასლის ადვოკატმა შუამდომლობა დააყენა იმის თაობაზე რომ შეწყდეს სამართალწარმოება, რადგან მოსარჩელემ სარჩელი მისი ჩაბარების ვადების დაუცველად წარუდგინა სასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ფადი ასლის მიერ მისი მოხსენიება კორუმპირებულ მოსამართლედ მის პატივსა და ღირსებას შელახავს. მოსამართლე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფადი ასლისგან 20 000 ლარის გადახდას ითხოვს.

























