მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფაფუკას სათამაშოები“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

6352a325156d3
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 18:21
640
ქართული ხელნაკეთი სათამაშოებისა და საბავშვო აქსესუარების სტარტაპი „ფაფუკა“ წარმოების გაზრდასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს. გადაცემაში „ქალების ნარატივი“ მისმა თანადამფუძნებელმა, ნინა კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ინგლისთან და იტალიასთან მიმდინარეობს.

„ჩვენი ბრენდი გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. გვაქვს რამდენიმე ხაზი - ერთი ეს არის ხელით ნაქსოვი, არტიზანული სათამაშოები, თითოეული მათგანი არის უნიკალური და ერთმანეთისგან განსხვავებული; მეორე - ხის განსავითარებელი „მონტესორის მობილები“ და მესამე - ახალშობილებისთვის სასაჩუქრე ნაკრები.

სამომავლო გეგმაშია სამკერვალო ხაზის დამატება, სადაც უფრო ბიუჯეტურ პროდუქციას შევთავაზებთ მომხმარებელს და იქ უკვე ესკიზების გამეორებაც მოხდება. ასევე, გეგმა არის ექსპორტზე გატანა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ინგლისთან და იტალიასთან. იმედი მაქვს, მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ნინა კოპალეიშვილმა.

ახლა „ფაფუკა“ საახალწლო კოლექციაზე მუშაობს და მალე მომხმარებლებს საბავშვო სათამაშოებთან ერთად, ინტერიერის აქსესუარებსაც წარუდგენს.

„ფაფუკას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ქუჩის ბაზრობებზე.

„ძალიან აქტიურები ვართ „სთრით მარკეტებზე“. შაბათ-კვირას ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილია რუსთაველის გამზირსა და ორბელიანის მოედანზე“, - აღნიშნა თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები