მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას" რეგისტრაცია გაუუქმდა

5a02e106d1756
სალომე მეცხვარიშვილი
08.11.17 15:13
1222
სადაზღვევო ბროკერს "ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას" რეგისტრაცია გაუუქმდა. შესაბამისი ბრძანება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გამოსცა.

"გაუქმდეს სადაზღვევო ბროკერ შპს "ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას" (საიდენტიფიკაციო კოდი: 406043589, სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი №012004) რეგისტრაცია. შპს "ფაინენშელ ბროკერს ჯორჯიას" რეგისტრაციის გაუქმების საფუძველზე განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება სადაზღვევო ბროკერთა სარეგისტრაციო რეესტრში",- ნათქვამია ბრძანებაში.

სადაზღვევო ბროკერი ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებდა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მარგარიტა ჟიზნევსკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები