მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფაიზერით“ ვაქცინაციის უფლება 10 სამედიცინო დაწესებულებას მიეცა, „ასტრაზენეკათი“ – 12-ს

6076d7d3f0e74
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.21 16:08
805
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

რეგულირების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, "ფაიზერის" ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები 14 სამედიცინო დაწესებულებაში შემოწმდა, მათ შორის 4 დაწესებულებას „ფაიზერის" ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე უარი ეთქვა, ხოლო 10-მა შესაბამისი პირობები დააკმაყოფილა და „ფაიზერის" ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება მიეცა.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას" ვაქცინას, 14 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა, უარი 2 სამედიცინო დაწესებულებას ეთქვა, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ, შესაბამისი პირობები დააკმაყოფილა და „ასტრაზენეკას" ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება მიეცა.

როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს, მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.

„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება; ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“, - განმარტავს ზაალ კაპანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები