Fan Pack - ასე ეწოდება Setanta Sports-ის და Netflix-ის ახალ პაკეტს, რომელიც ამ ყველაფერს იტევს.ის მომხმარებელს ორივე სერვისზე ერთი გადახდით წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მსურველებს უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში Fan Pack-ით სარგებლობა Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. Setanta Sports და Netflix განაგრძობენ თანამშრომლობას და ეს შეთავაზება მალე უკვე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports მაუწყებლობს. Fan Pack აერთიანებს სპორტული შეჯიბრებების, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების მოყვარულთა ინტერესებს და ამ პაკეტში იყრის ყველა ამ ჟანრის თუ გემოვნების ფანების ყველა შესაძლო ინტერესი.
დათი ჯაფარიძე - Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი;