მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფანასკერტელის ჩვილის აფთიაქი - მაისში 5%-იანი კლებაა

5751656a8d5ec
BM.GE
03.06.16 14:48
1509
ჯანდაცვის პლატფორმა მარტისა და აპრილის თვეების აფთიაქების კვლევის შემდეგ, მაისის თვის მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს. ორგანიზაციამ შეისწავლა სხვადასხვა სეგმენტისთვის საჭირო და საინტერესო (ჩვილის, საბავშვო, ოჯახის, პირველადი დახმარების, ტურისტის, მძღოლის, ოფისის, აგარაკის) აფთიაქებში შემავალი მედიკამენტების სია და მათი ფასების ყოველთვიური ცვლილება. ამჯერად ორგანიზაციამ შეადარა ჩვილის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების ფასი აპრილსა და მაისის თვეში დაფიქსირებულ ფასებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩვილის აფთიაქის შევსება მაისში 5%-ით უფრო იაფია. მონაცემები ასე გამოიყურება:

აქსესუარები:
აბაზანის თერმომეტრი -6.15ლ
საწოვარა - 5.40ლ
საწოვარიანი ბოთლი- 8.80ლ
ოყნა- 1.39ლ
თერმომეტრი- 7.95ლ
მაკრატელი - 5.80ლ

მოვლის საშუალებები:
ყურის ჩხირები - 100ც - 1.15ლ
პუდრა - 2.15ლ
საბავშვო კრემი- (ჯონსონ ბეიბი)-3.85ლ
კრემი საფენქვეშა- 4.64.ლ
ბამბა-1.00ლ
სტერილური ბინტი– 1.04ლ
ბრილიანტის მწვანე– 0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ
სპირტი- 1.40ლ

მედიკამენტები:
პანადოლი- 8. 20ლ
ფენისტილი -13.31ლ
გვირილა -1.48ლ
ვიბურკოლის სანთლები-13.37ლ
ბობოტიკი- 11.40ლ
ნეოპეკე (სიროფი)- 34.90ლ
კამის ჩაი- 6.90ლ
პირი სღრუს მულტიფუნქციური გელი- 8.35ლ
ჯამი: 151ლარი

ჯანდაცვის პლატფორმა უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დანარჩენ ჯგუფებში შემავალი აფთიაქების მონაცემებს და გააგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას მათთვის საჭირო და საინტერესო აფთიაქებში შემავალ მედიკამენტებზე განახლებადი ფასების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები