მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FAO-ს დირექტორობის კანდიდატად საქართველო დავით კირვალიძეს წარადგენს

5be92d18d23e0
BM.GE
12.11.18 11:35
4282
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის -FAO-ს დირექტორობის კანდიდატად საქართველო დავით კირვალიძეს წარადგენს. Agenda-ge-ს ცნობით, კანდიდატი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. დირექტორს 4 წლის ვადით, 2019-2023 წლებისთვის ირჩევენ.

სოფლის მეურნეობის სფეროში კირვალიძეს 28 წლიანი გამოცდილება აქვს.

ის ამჯერად პრემიერის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, მანამდე კი სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

ის ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია.

FAO-ს დირექტორს 2019 წლის ზაფხულში რომში აირჩევენ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები