მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების ქარბუქის, ნამქერებისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე უწყების ცნობით, აღნიშნული გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება კოდა–აიაზმის მიმართულებას, საავტომობილო გზის კმ1-კმ94 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები