მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

fARCONI ქართული სამკურნალო მცენარეების ექსპორტს გეგმავს

5bd1613508753
მაია ბიწაძე
25.10.18 10:21
1836
კომპანია fARCONI საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია fARCONI-ის დირექტორმა მამუკა ალფაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კომპანია აქტიურად მუშაობს ევროპის ბაზრის ასათვისებლად.

ამჟამად fARCONI-ის მიერ წარმოებული დაფნის ფოთოლი უკრაინაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში და ყოფილი დსთ ქვეყნებში იყიდება, მცირე რაოდენობით - ბულგარეთშიც. ქართული სუნელ-სანელებლები კი აშშ-ში და ჰონგ კონგში გადის. კომპანია ასევე ყიდის სამკურნალო მცენარეებს და კენკრას, რომლის მომხმარებლებიც საზღვარგარეთ ფარმაცევტული, ჩაის მწარმოებელი და სხვა კვების მრეწველობის კომპანიები არიან.

"გასულ წელს ექსპორტზე 170 ტონა დაფნის ფოთოლი გავიტანეთ, წელს კი ამ მოცულობის გაზრდა იგეგმება. ჩვენი პროდუქცია ბრენდით "ქართული დაფნა" 100%-ით ექსპორტზე გაგვაქვს. ასევე ზრდას ვგეგმავთ სხვა პროდუქციის, კერძოდ სუნელებისა და სამკურნალო მცენარეების ექსპორტის კუთხითაც, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ “ - განაცხადა მამუკა ალფაიძემ.

დაფნის ფოთოლს, რომელსაც საწარმოში ამუშავებენ და აფასოებენ, ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოსახლეობისგან იბარებენ.
დაფნის ფოთლის გადასამუშავებელი საწარმო კომპანიამ ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვანში გააკეთა, რაშიც მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმო გასულ წელს ამოქმედდა.

რაც შეეხება fARCONI-ის მეორე საწარმოს, სადაც სამკურნალო მცენარეებსა და სუნელ-სანელებლებს ამზადებენ, ქუთაისში 2017 წელს ამოქმედდა. საწარმოში 250 ათასი დილარის ინვესტიციაა ჩადებული.

გარდა საექსპორტო ბაზრებისა, კომპანია fARCONI პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის. მისი სუნელები "ხომლის“ ბრენდით ქუთაისში და თბილისის მაღაზიებში იყიდება, სამკურნალო მცენარეებით კი, fARCONI -ის ბრენდით, სააფთიაქო ქსელები მარაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები