მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარელ უილიამსი საკუთარ ვილას $17 მილიონად ყიდის

5e623b45bf28d
ნათია თაქთაქიშვილი
07.03.20 00:00
1323
პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ფარელ უილიამსი ბევერლი ჰილსზე მდებარე საკუთარ ფეშენებელურ სახლს $17 მილიონად ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას  Mansionglobal-ი ავრცელებს.

აპარტამენტი მან 2018 წლის მაისში 15,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

უზარმაზარი საცხოვრებელი კომპლექსი ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე მდებარეობს. მუსიკოსის სახლი 4 ჰექტარზეა გაშენებული.

1600 კვ.მ. ფართობის შენობაში 10 საძინებელი, 11 სააბაზანო და ავტოსადგომია განთავსებული, რომელიც 30-ზე მეტ მანქანას იტევს. ამის გარდა, მას გარშემო დიდი ეზო, ჩოგბურთის კორტი, მღვიმე, რამდენიმე გუბურა და ჩანჩქერი აქვს.

ფარელ უილიამსმა სადებიუტო სოლო ალბომი 2006 წელს გამოსცა. ის პოპულარული მუსიკალური გაერთიანების N.E.R.D. დამაარსებელია. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 13-ჯერ აქვს მოპოვებული.