„ფარმაცევტული რეფორმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და ხაზს უსვამს რეფორმის წარმატებულობას“- ეს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებაა. სამინისტროს შეფასებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის ანუ რეალიზაციის მაქსიმალური ჭერის დაწესებით მოქალაქეებს წამლები დაახლოებით 40-45%-ით გაუიაფდა. სამწუხაროდ, არავინ საუბრობს ამ რეფორმის ნეგატიურ შედეგებზე. სააფთიაქო ქსელებში 1000-ზე მეტი ევროპული და ამერიკული მედიკამენტის მწვავე დეფიციტია.
ეს მედიკამენტები ბაზარზე ვეღარ შემოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფიზიკურად ვერ ჯდება იმ რეფერენტულ ფასში, რომელიც მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს დაუწესა. ამ დროისთვის ფასის ხელოვნური რეგულირების ქვეშ 3200-მდე მედიკამენტია მოქცეული, სამინისტრო კი ამ სიის ეტაპობრივ გაფართოებას აანონსებს. რამდენიმე წლიან პერსპექტივაში რეფერენტული ფასწარმოქმნა მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტების დიდ ნაწილს შეეხება. რამდენიმე კვირაში ერთი წელი სრულდება, რაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი მოქმედებს, როგორია რეფორმის შედეგები?
სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი