რეფორმა, რომელსაც მთავრობა წარმატებულს უწოდებს - ბიზნესი კი, სირთულეებზე წუხს - ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს წამლები მნიშვნელოვნად გაიაფებულია, ზოგ შემთხვევაში 80%-ითაც კი. ზურაბ აზარაშვილი ფარმაბაზარზე მიმდინარე რეფორმას და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმად აფასებს. ბიზნესს კი რეფორმასთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა აქვს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რაც რეფორმის მიზანია, მხოლოდ დაბალი ფასით ვერ მიიღწევა და აუცილებელია, ბაზარზე წამლები ფიზიკურად, რეგულარულად იყოს. რა გამოწვევებს ქმნის მედიკამენტების ფასის ხელოვნურად რეგულირება და როგორ აფასებენ სპეციალისტები ფარმაცევტული ბაზრის რეფორმას?
სტუმარი: გიორგი დათუკიშვილი - ფარმაცევტი და ფარმაცევტული წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით კონსულტანტი