მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაბიზნესი სამინისტროსთან შეხვედრის მოლოდინში

ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები ორი დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრის მოლოდინში არიან, თუმცა ჯერ უშედეგოდ. კერძო სექტორს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე კითხვები აქვს. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ძვირადღირებული ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვას მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელისგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით აპირებს. კერძო სექტორის ნაწილს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აფთიაქის შექმნას აპირებს, ნაწილი კი ცვლილებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავრობასა და მწარმოებლებს შორის მოლაპარაკებები რთული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები