ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის ვადები შემცირდება. კანონში შესაბამის ცვლილებას პარლამენტმა მხარი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, გამარტივდება აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც რეგისტრაციის ვადის შემცირებას გულისხმობს.
კერძოდ, ვადები შემცირდება აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან - 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, 10 დღიდან - 5 დღემდე.

























