ფარმაცევტული მედიკამენტების უკანონოდ გაცემის ფაქტების გამო მიმდინარე წელს ერთ აფთიაქს ლიცენზია გაუუქმდა. როგორც „საქმის კურსს“ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა ნანა შაშიაშვილმა განუცხადა, აფთიაქში მედიკამენტების უკანონოდ გაცემის 3 ფაქტი გამოვლინდა, რაც აფთიაქის გაუქმების მიზეზი გახდა.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად შემოწმებულ დაწესებულებებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგა 116 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი.
პირველი ჯგუფის (სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები, – ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქტოროპული ნივთიერებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები) ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის გამო შედგენილია 16 ოქმი. ნანა შაშიაშვილის ინფორმაციით, პირველი ჯგუფის მედიკამენტების უკანონო მიმოქცევას ახორციელებდა 3 დაწესებულება.
რაც შეეხება მეორე ჯგუფის მედიკამენტებს, 71 დაწესებულებაში გამოვლინდა მეორე ჯგიფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესების დარღვევა.
ამჯერად შემოწმება მიმდინარეობს 5 დაწესებულებაში.

























