პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფარმაცევტული სფერო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გახდა საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა.
"დღეს საქართველოში ფარმაციის დარგში, იმპორტირებული საქონელი და იმპორტიორები გათავისუფლებულები არიან დღგ-სგან, მაშინ როცა ადგილობრივი წარმოებები იხდიან დღგ-ს და თან დღგ-ს ჩათვლას ვერ ახერხებენ.
ამავე დროს უნდა შეგახსენოთ, რომ ფარმაცეპტული პროდუქცია წარმოადგენს ჩვენი იმორტის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჯგუფს", - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, მისი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს ფარმაცეპტული ქარხნების, აქტივებისა და მათი საქმიანობის დღგ-სგან გათავისუფლებას.
"მე ვარ დიდი მხარდამჭერი თავისუფალი ვაჭრობის, ეს არის ის უპირატესობა, რითიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მცირე ეკონომიკის ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უსამართლო ვაჭრობას მხარი არ უნდა დავუჭიროთ“-დასძინა ბახტაძემ.