მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულ კომპანია Bayer-ს $1.56 მილიარდის გადახდა დაეკისრა

bayer

მისურის ნაფიცმა მსაჯულებმა ფარმაცევტულ კომპანია Bayer-ს $1.56 მილიარდის გადახდა დააკისრეს. მიზეზი კომპანიის პროდუქტი, სახელად Roundup weedkiller-ია, რომელიც, ოთხი მოსარჩელეს ცნობით, მრავალ ჯანმრთელობის დაზიანებას, მათ შორის - კიბოს იწვევს.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, Bayer-ს ბრალი ედება დაუდევრობისთვის, დიზაინის დეფექტისთვისა და Roundup weedkiller-ის გამოყენების პოტენციური საფრთხის შესახებ მომხმარებლის გაუფრთხილებლობაში.

ოთხ მოსარჩელეს, ვალორი გიუნტერს ნიუ-იორკიდან, ჯიმი დრეიგერს მისურიდან და დენიელ ანდერსონს კალიფორნიიდან კომპენსაციის სახით $61,1 მილიონი გადაეცემათ. თითოეულ მათგანს დაუსვეს არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი, რომელიც, მათი მტკიცებით, Roundup-ის გამოყენებით იყო გამოწვეული.

Bayer-ის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Roundup და მისი აქტიური ინგრედიენტი, გლიფოსატი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ინფორმაციისთვის: ვინაიდან აღნიშნული სადამსჯელო ზარალი აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მითითებებს აღემატება, ის გასაჩივრების შემთხვევაში, შესაძლოა, შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები